VanillaSky.Ge
                                        

რესტორანი Vanilla Sky გთავაზობთ მყუდრო გარემოს, კერძებს, სერვისსა  და რა თქმა უნდა კავკასიონის განსაცვიფრებელ  ხედს  სულ რაღაც 20 წუთის სავალზე თბილისიდან.

Vanilla Sky-ის მიერ ოგანიზებული  სადღესასწაულო დასაქორწილო  ღონისძიებები,საქმიანი შეხვედრები,   ტრენინგები თუ კონფერენციები, თქვენი საქმიანი და პირადი ცხოვრების წარმატებული და დაუვიწყარი ფრაგმენტი გახდება. 

 

რესტორნის უმთავრესი ღირსება რა თქმა უნდა  მენიუა, რომელსაც  საუკეთესო შეფ-მზარეული უძღვება, და   ერთნაირი წარმატებით წარმოგიდგენთ  ქართული და ევროპული სამზარეულოს ნაირსახეობას. წარმატებული სამზარეულოს საიდუმლო ნატურალურ პროდუქტებშია, რომლებიც საკუთარი დამხმარე მეურნეობიდან და ფერმიდან მიიღება.

Vanilla Sky -ის სტუმრებს საშუალება ეძლევათ არა მარტო დააგემოვნონ ქართული სამზარეულოს კერძები არამედ თავად აღმოჩდნენ შემოქმედებით პროცესში ჩართულნი და მონაწილობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებაში, დააგემოვნონ ადგილობრივი ღვინო და ჭაჭა.

სამუშაო დღეებში Vanilla Sky გთავაზობთ საქმიან ლანჩ-პაკეტს 13:00 -16:00სთ. მენიუ  კლასიკურია - წვნიანი, ძირითადი კერძი და დესერტი. 

 გემრიელი კერძები, სწრაფი მომსახურება და შეუზღუდავი პარკინგი საქმიანი და წარმატებული დღის განუყრელი ნაწილია.

ის ნამდვილად განსაკუთრებული, რასაც Vanilla Sky გთავაზობთ - აერდრომის  პანორამული ხედია, რომელიც მთებით გარშემორტყმულ ჰორიზონტს ერწყმის.

ისიამოვნეთ აეროდრომის მომსახურებით და თვითფრინავით გაემგზავრეთ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში კულტურული ძეგლებისა თუ თვალწარმტაცი ბუნების დასათვალიერებლად.

დასაჯავშნად მოგვმართეთ: ტელ. (+995) 599 44 88 88; (+995) 599 45 25 25:

ელ. ფოსტა Info@vanillasky.ge