VanillaSky.Ge
                                        

Vanilla მომენტები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ექსკლუზიურ ტურს -  Vanilla მომენტებს. თქვენ გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა შეხვდეთ მზის ამოსვლას სვანეთის მთებში და თვალი ადევნოთ მზის ჩასვლას შავი ზღვის სანაპიროზე... ამისთვის ერთი დღეც საკმარისია.

თბილისი - მესტია - ბათუმი

სვანეთში დილით ადრე გაფრინდებით. თქვენ გექნებათ საშუალება დაათვალიეროთ მესტია, მოინახულოთ სვანების ტრადიციული საცხოვრებელი - მაჩუბი, სვანური კოშკები და მარგიანის სახლ-მუზეუმი. ასევე შეძლებთ დაათვალიეროთ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

ლანჩის შემდეგ ავიღებთ გეზს ბათუმისკენ, სადაც თქვენ გელოდებათ ვახშამი და ღამე სასტუმროში.

 აჭარაში გადაფრენის დროს თქვენ გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა დატკბეთ მზის ჩასვლით და ცოტა ხნით მაინც იგრძნოთ თავი ანტუან დე სენტ ეგზიუპერის პატარა პრინცად.

ბათუმში ჩასვლის შემდეგ თქვენ გექნებათ თავისუფალი დრო ქალაქში გასასეირნებლად, ან შეგიძლიათ ისიამოვნოთ საღამოს თბილი ზღვით.

დილას გავემგზავრებით თბილისში.

დამატებით საფასურად თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბათუმი და მისი შემოგარენი, ან სურვილისამებრ დაგეგმოთ თქვენი მარშრუტი.

სულ რაღაც ორ დღეში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეხვდეთ მზის ამოსვლას მაღალმთიან სვანეთში, დატკბეთ მზის ჩასვლით ზღვის სანაპიროზე,  მოინახულოთ თუნდაც კახეთი და დააგემოვნოთ ღვინო კახეთის მარნებში. მთელი ფრენის განმავლობაში თქვენ გელით დაუვიწყარი სანახაობა - ხელისგულზე დანახული საქართველოს ულამაზესი ხედები.

თქვენი ოცნებები, ჩვენი ფრთები!