VanillaSky.Ge
                                        

ქუთაისის  მახლობლად  მდებარეობს  უნიკალური ბუნებრივი  ობიექტი  _  მთებში  მიმალული სათაფლიის  ნაკრძალი.  ნაკრძალი  ცნობილი მას  შემდეგ  გახდა,  როდესაც  1925  წელს  აღმოაჩინეს  მიწიქვეშა  მდინარე  და  უდიდესი  კარსტული  გამოქვაბული,  ათასწლოვანი  სტალაქტიტებითა  და  სტალაგმიტებით,  ასევე  დინოზავრების  პლატო,  უძველესი  რეპტილიების  ნაკვალევით,  რომელიც აღბეჭდილია  უზარმაზარ  ქვებზე.  უამრავი  ნაკვალევი  კარგადაა  შემონახული.