VanillaSky.Ge
                                        

ქართული  სამზარეულო,  ქვეყნის  ერთ-ერთი  უმთავრესი  მონაპოვარია,  ტრადიციული  ქართული  სუფრა  კი,  ხალხის  საერო  კულტურის  უცილობელი  ელემენტი.  ქართული  კერძები  არა  მარტო  ჯადოსნურად  გემრიელია,  არამედ  ორიგინალური,  დახვეწილი,  თვითმყოფადი  და  დაუვიწყარი.  ქართულ  სამზარეულოში  ორგანულად  არის  შერწყმული  ამიერკავკასიის,  ასევე  აზიისა  და შავიზღვისპირეთში  მცხოვრები  ხალხების  კულინარიული  ტრადიციები.დასავლეთ  საქართველოში  უფრო  თურქული  კულინარიის  გავლენა  იგრძნობა,  ხოლო  აღმოსავლეთ  საქართველოში - სპარსული  კულინარიისა. დასავლეთ  საქართველოში,  უმეტესად  გეახლებიან  სიმინდის ფქვილისგან  გამომცხვარ  მჭადს,  ხოლო  აღმოსავლეთ  საქართველოში  უპირატესობას ანიჭებენ  თონეში  გამომცხვარ  ხორბლის  პურს.ქვეყნის  დასავლეთში  ამზადებენ სიმინდის სქელ  ფაფას, ღომს და მას პურის  მაგივრად მიირთმევენ  ხორციან  და ბოსტნეულის  კეძებთნ ეთად.  აღმოსავლეთ საქართველოში  უფრო  საქონლის ხორცი  მოსწონთ,  თუმცა  არც  ცხვრისა და ღორის  ხორცზე  ამბობენ  უარს. იყენებენ ბევრ ცხოველურ ცხიმს. აი, დასავლეთში კი, ხორცს  ნაკლებად  გეახლებიან და არჩევენ  შინაურ ფრინველს - ქათამსა და ინდაურს.დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელია ნაკლებმარილიანი ყველი - სულუგუნი და იმერული, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში პოპულარულია თუშური, ქართული და ცხვრის გუდის ყველი.

როგორც დასავლეთი, ასევე აღმოსავლეთი საქართველო ცნობილია ნიგვზითა და სუნელებით დამზადაებული ცხარე საწებლებით. მსოფლიოში  არსებობს  ერთადერთი `ქართული სამზარეულო~, შეუდარებელი,  უგემრიელესი კერძებით, რომლებიც საქართველოში ჩამოსულ არც ერთ  სტუმარს გულგრილს არ ტოვებს.