VanillaSky.Ge
                                        

საქართველო _ მრავალსაუკუნოვანი, უმდიდრესი და უძველესი თვითმყოფადი კულტურის ქვეყანა. ქართული კულტურა კარგა  ხანია  საზღვრებს გასცდა და მსოფლიო ასპარეზზე  საპატიო ადგილი დაიმკვიდრა, როგორც  კაცობრიობის კულტურული  ფასეულობის  მატარებელმა  ერმა.

ქართული მონუმენტური არქიტექტურა,  მუსიკა,  წიგნის მინიატურა,  უმდიდრესი  საერო  თუ  სასულიერო  ლიტერატურა, ზღაპრული  ხალხური  ცეკვები,  საიუველირო  ნაწარმი,  მხატვრობა  და  ჭედურობის  ოსტატების  ნამუშევრები  და,  რა თქმა უნდა,  ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობა.  ეს ყოველივე  კი,  უძველესი  ქვეყნის  ნაწილია.