VanillaSky.Ge
                                        

ქართველები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან და ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია, 326 წელს გაბატონდა.

მიუხედავად თავისი მრწამსისა, ქართველები დიდი პატივისცემით ეპყრობიან სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, რომლებიც მრავლად ცხოვრობენ საქართველოში. სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში სახლობენ სუნიტური ისლამის მიმდევარი მუსლიმანი (აჭარა) ქართველები, აფხაზები. აზერბაიჯანლებიც მრავლად არიან და ისინი მეჩეთებში  ლოცულობენ. რუსებს, ბერძნებსა და სომხებსაც თავისი სამოციქულო ეკლესიები აქვთ, ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრებ ქართველ და არაქართველ კათოლიკეებს.