VanillaSky.Ge
                                        

Vanilla Sky არის უნიკალური, მრავალპროფილიანი ტურისტული კომპანია, რომელიც გთავაზობთ მომსახურეობის ფართო სპექტრს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენი კომპანიის ძირითადი ოფისი მდებარეობს ნატახტარში, ასევე გვაქვს თბილისის და რეგიონალური ოფისები.

Vanilla Sky ერთადერთი კომპანიაა, რომელიც გთავაზობთ ავია ბილეთებს მესტიის მიმართულებით. რეგულარულ ფრენებს მესტიის მიმართულებით ასრულებს ნატახტარიდან ექსკლუზიურად ავიაკომპანია ServiceAir, რომელიც ჩვენი ტურისტული სააგენტოს დედობილი კომპანიაა.

ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უპირატოსობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვფლობთ საკუთარ აეროდრომსა და საჰაერო საშუალებეს. აეროდრომი მდებარეობს ნატახტარში, თბილისიდან 25კმ მოშორებით, და ჩვენი ავიაპარკი შედგება შემდეგი თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისგან:

 

  • თვითმფრინავი Cessna 172 (3 მგზავრი)                                   
  • თვითმფრინავი Cessna 182 (3 მგზავრი)                                   
  • თვითმფრინავი L-410 UVP-E (19 მგზავრი)                                
  • ვერტმფრენი Agusta 109 E (6 მგზავრი)                                      
  • ვერტმფრენი Alouette III -VIP ტრანსპორტი (6 მგზავრი)         
  • ვერტმფრენი МI 8 (16 მგზავრი)                                     
  • საჰაერო ბუშტი (2-3 მგზავრი)                                        
  • საჰაერო ბუშტი (12 მგზავრი)                                         

ყველა ჩვენი საფრენი საშუალება მიესადაგება ICAO სტანდარტებს და ჩვენი სტანდარტები და დაზღვევის პირობები გათვალისწინებულია ავიაციის საერთაშორისო მოთხოვნების თანახმად.

გარდა ჩვეულებრივი ტურებისა, ჩვენ ვანხორციელებთ ფრენით ტურებს   საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.

Vanilla Sky თავაზობს თავის სტუმრებს თანამედროვე და კომფორტაბელურ 20-ადგილიან სასტუმროს კავკასიონის თვალწარმტაცი ხედით. ზაფხულობით თქვენს განკარგულებაშია ღია ბასეინი და ბარი. დანარჩენ დროს თქვენ შეგიძლით გაერთოთ საბილიარდოში, ესტუმროთ ჩვენს მარანს და დააგემოვნოთ ჩვენი ღვინო და ჭაჭა. კაფე-რესტორანი Vanilla Sky გთავაზობთ ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს კერძებს, რომლებიც მომზადებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან. კომპანიას, აეროდრომის ტერიტორიაზე აქვს  საკუთარი მამული ხეხილის ბაღით, ვენახებით და ფერმით.

 

იქვეა საჯინიბო, 12 ცხენითა და ფაეტონით, რომლით გასეირნებაც სტუმრებისთვის დაუვიწყარი დარჩება.

ჩვენ მოგიწყობთ დაუვიწყარ დღესასწაულს, დაგიგეგმავთ დაბადების დღეს ან ქორწილს. ტექნიკურად უზრუნველყოფილი დარბაზები საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ ჩვენთან კონფერენციები, ან დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრა კომფორტულ გარემოში.

სხვა სერვისებთან ერთად Vanilla Sky გთავაზობთ ავიატაქსის მომსახურეობას, ავია მიმოხილვით ტურებს და ფრენის კერძო გაკვეთლებს.

ჩვენი კომპანია არის საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრი.

ჩვენი პრიორიტეტია პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა, რაც კომპანიის საიმედოობის საწინდარია.

ჩვენი თანამშრომლები არიან სერტიფიცირებული სპეციალისტები მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროში.

 

  • ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელიც ფლობს საკუთარ აეროდრომს და საკუთარ საჰაერო ტრანსპორტს.
  • ჩვენ გთავაზობთ ტურების ფართო სპეკტრს, რომელიც მორგებულია ნებისმიერ ასაკზე, ინტერესსა თუ ფინანსურ შესაძლებლობაზე.
  • თითოეული მარშრუტი კარგად არის გააზრებული და გავლილი. ყველა ტური შეესაბამება თავის მიზანს და თქვენს მოთხოვნილებებს.
  • ჩვენ შეგვიძლია დაგიგეგმოთ თქვენზე მორგებული, ინდივიდუალური მომსახურება.
  • ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან და მრავალფეროვან არჩევანს.
  • ჩვენ ვუპასუხებთ თქვენს ნებისმიერ კითხვას.
  • ჩვენ გვყავს სანდო, გამოცდილი და კვალიფიცირებული პერსონალი.
  • ჩვენ აგისრულებთ ოცნებებს.


თქვენი ოცნებები, ჩვენი ფრთები