VanillaSky.Ge
                                        

Vanilla Sky გახლავთ   საერთაშორისო  ტუროპერატორი საქართველოში და ღირსეულად მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მოგზაურებს.

ტურისტული კომპანია Vanilla Sky ერთადერთია ქართულ ბაზარზე, რომელიც ყველა სხვა მომსახურებასთან ერთად მომხმარებელს ექსკლუზიურ მომსახურებას სთავაზობს. კომპანია ფლობს ნატახტარში საკუთარ აეროდრომს და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებს: 

  • თვითმფრინავი  Cessna 172 – 3 მგზავრი
  • თვითმფრინავი  Cessna 182 – 3 მგზავრი
  • თვითმფრინავი  L-410 UVP-E– 19 მგზავრი
  • ვერტმფრენი Agusta 109E – 6 მგზავრი
  • ვერტმფრენი  Alouette III – 6 მგზავრი 

ავია ტრანსპორტის საშუალებით Vanilla Sky მომხმარებელს შემდეგ ექსკლუზივს სთავაზობს:

  • ავია ტაქსი
  • ავია ტური
  • ავია სკოლა

 ასევე კომპანიის კუთვნილი აქტივებიდან აღსანიშნავია:

ბეტონის საფარიანი ასაფრენ დასაფრენი ბილიკი ღამის განათებით, კეთილმოწყობილი მოსაცდელი დარბაზით და საფრენოსნო მართვის კოშკურით;

აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული სასტუმრო კომფორტული ოთახებით (20 კაცზე); საკონფერენციო დარბაზით, ღია აუზით, რესტორნითა და კაფე-ბარით, სადაც უგემრიელესი კერძები მზადდება ადგილობრივი მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან. 

კომპანიის შექმნის მიზანი იყო და არის კომფორტული მოგზაურობა და დასვენება, როგორც  ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის.

Vanilla Sky ორიენტირებულია ტურებზე როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში  და  გთავაზობთ თქვენი ოცნებების ასრულების  უმოკლეს გზას.

თქვენი ოცნებებიჩვენი ფრთები!

კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში!